ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიული ქარხნის მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ქარხანასთან მისასვლელი გზა გადაკეტა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გუშინ ქარხანაში აფეთქების შედეგად მათი საცხოვრებელი კორპუსის კედლები დაზიანდა. ასევე ქარხნიდან გავრცელებული გამონაბოლქვი მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ადგილობრივები ამბობენ, რომ იქ მცხოვრები ბავშვების ორგანიზმში რკინისა და ტყვიის მაღალი შემცველობა ფიქსირდება.
მოსახლეობა უკვე წლებია, ამ პრობლების წინაშე დგას და ისინი ხელისუფლებასთან და ქარხნის ადმინისტრაციასთან შეხვედრას ითხოვდნენ.
ფოთის მერიაში განმარტავენ, რომ ქალაქის მერი არის უშუალოდ კომუნიკაციაში როგორც მოსახლეობასთან, ასევე ქარხნის ხელმძღვანელობასთან.
ამ წუთებში ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრაობა აღდგენილია, ადგილობრივები ქარხნის ხელმძღვანელობასთან და მერთან შეხვედრას ელოდებიან. მათი თქმით, თუ კი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა უფრო მასშტაბური აქციებს აანონსებენ.
რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს მეტალურგიულ ქარხანაში, გარემოს ზედამხედველობის სამსახურს უკვე დაწყებული აქვს მოკვლევა.