06 ივლისი 2024,   15:29
ვრცლად
რამ გამოიწვია საქართველოში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი - ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტი მიზეზებზე საუბრობს

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე  ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებსა და შოკებზე, რომელმაც საქართველოში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი გამოიწვია.

არჩილ მესტვირიშვილის თქმით, მათ შორის არის პანდემია და პანდემიის შემდეგ პროდუქტებზე მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვის არევა.

"ინფლაცია მოსალოდნელზე მნიშვნელოვნად მეტი იყო. გადააჭარბა მიზნობრივ მაჩვენებელსაც, რის გამოც ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ეტაპობრივად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მსგავსი სიტუაცია იყო განვითარებულ ქვეყნებშიც. ეს ფაქტორები, რამაც საქართველოში ინფლაცია გამოიწვია ე.წ მიწოდების ფაქტორებია, რაზეც ცენტრალური ბანკი არ უნდა ახდენდეს რეაგირებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ფაქტორები იმდენად ძლიერია, რომ იწვევს ინფლაციის მოლოდინების ზრდას. ჩვენი პროგნოზი იყო, რომ ინფლაცია დაიწყებდა შემცირებას ამ წლის მარტიდან, თუმცა მიმდინარე წელს დაემატა ახალი შოკი - რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყება, რამაც სასურსათო ბაზარზე თავისი გავლენა იქონია, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონისათვის, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი იყო ის სანქციები, რაც რუსეთს დაუწესდა და რამაც გავლენა მოახდინა ენერგორესურსების ფასებზე",  - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

დღის ამბები