15 ნოემბერი 2024,   17:10
ვრცლად
"არსებობს მძაფრი კითხვის ნიშნები, ხომ არ დგას ამ ყველაფრის უკან უბრალო ჰონორარების გარდა კიდევ სხვა რამ" - ალეკო ელისაშვილი ხოშტარიაზე

ელენე ხოშტარია მზად არის რუსეთიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროოს. "დროას" ლიდერის განცხადებით, ხელისუფლების ბრალდებები პროპაგანდის ნაწილია. "ოცნებაში" კი ამბობენ, რომ საკითხის გაჭიანურება ეჭვებს აჩენს, დამაფიქრებელია თანხების მიზნობრიობა და რაოდენობაც.

პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ არსებობს მძაფრი კითხვის ნიშნები, ხომ არ დგას ამ ყველაფრის უკან უბრალო ჰონორარების გარდა კიდევ სხვა რამ.

"არის მორალური საკითხიც, არის კიდევ უფრო მძაფრი კითხვის ნიშნები, ხომ არ დგას ამ ყველაფრის უკან კიდევ სხვა რამ და არა უბრალოდ ჰონორარები წინაპრების ღვაწლის და ნაშრომის და ა.შ. თუ დროზე ნათელი არ მოეფინება ამ ყველაფერს, ეს კითხვები კიდევ უფრო მძაფრი გახდება რა თქმა უნდა, პრინციპების საკითხიც არის, როცა ხარ ქართველი პოლიტიკოსი, სულგაყიდული არ ხარ და რუსეთის დანომრილი აგენტი არ ხარ, პოლიტიკოსი, რომელსაც უნდა რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი, ცივილიზირებული სამყაროს ნაწილი და ამ დროს თანხები ირიცხება რუსეთიდან და თან არ არის უმნიშვნელო თანხაზე საუბარი, რა თქმა უნდა - ეს არის ძალიან მძიმე ამბავი", - აცხადებს ელისაშვილი.

დღის ამბები