აშშ-ის საელჩო მიღებაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
"აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას,"- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
შეერთებული შტატების საელჩოში მიმდინარე საზეიმო მიღებაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ტვ პირველის" დამფუძნებელს შორის. ანრი ოხანაშვილის თქმით, მას ვატო წერეთელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პროვოკაცია მოუწყო. თავად წერეთელი ამბობს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ დეპუტატები.