20 მაისი 2024,   00:55
ვრცლად
უკრაინის ომის 142-ე დღე - რუსების მიერ ვინიცის დაბომბვის მსხვერპლთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა 

უკრაინაში ომის 142-ე დღეა და რუსეთი კვლავ სამხედრო აგრესიას განაგრძობს.

23-მდე გაიზარდა ქალაქ ვინიცას ცენტრში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, მათ შორის 3 ბავშვია. დაშავებულია 117 ადამიანი. თავდასხმის შედეგად 50-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.

რუსულმა ჯარებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა 40-ზე მეტი გასროლა განახორციელეს სუმის ოლქის მიმართულებით. დაბომბილია რეგიონის 8 დასახლება.

სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა ხარკოვის ოლქში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზეც. რის გამოც გაჩნდა ხანძრები, ამ დროისთვის ცეცხლი ყველა ლოკაციაზე ლიკვიდირებულია.

დღის ამბები