დღეს, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდებიან.
ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და გერმანელი კოლეგების პოზიცია საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც შეხვედრის ფარგლებში გამახვილდება ყურადღება.
დღესვე გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი და დელეგაციის სხვა წევრები შეხვედრას გამართავენ პარლამენტის თავმჯდომარესთანაც.