18 მაისი 2024,   19:45
ვრცლად
ბესლანის სკოლაში დატრიალებული ტრაგედიიდან 18 წელი გავიდა

ბესლანის სკოლაში დატრიალებული ტრაგედიიდან 18 წელი გავიდა. ქალაქში დილიდან დაიწყო მემორიალური ღონისძიებები. სკოლის სპორტული დარბაზის დანგრეულ შენობასთან, რომელიც მემორიალადაა ქცეული, დაღუპულთა ნათესავები და ახლობლები შეიკრიბნენ.

ბესლანში 2004 წლის 1 სექტემბერს მძევლად აიყვანეს 1200-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის ბავშვები, პედაგოგები და მშობლები. ტერორისტები ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანას ითხოვდნენ. 3 სექტემბერს დაიწყო სკოლის შენობის შტურმი, რა დროსაც 334 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 186 ბავშვი.

დღის ამბები