18 მაისი 2024,   20:19
ვრცლად
"ლუკოილის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მოსკოვის საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა - კომპანიაში სიკვდილის მიზეზად ავადმყოფობას ასახელებენ

ნავთობკომპანია "ლუკოილის"  დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით "ინტერფაქსი" წერს.

დღეს დილით მაგანოვი ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდა. მიყენებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა - აცხადებს წყარო. მისი თქმით, ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

პარალელურად გავრცელდა კომპანია "ლუკოილის" განცხადება. კომპანიაში მაგანოვის გარდაცვალებას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ის მძიმედ იყო ავად.

"ღრმა მწუხარებით გაცნობებთ, რომ ლუკოილის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მან ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა არა მხოლოდ კომპანიის, არამედ მთელ რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის განვითარების საქმეში," - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მაგანოვი 1980-იან წლებში მუშაობდა "ლანგეპასნეფტგაზში", რომელიც მოგვიანებით გახდა ლუკოილის ნაწილი. სააქციო საზოგადოების დაარსებიდან დღემდე ის ლუკოილში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა. 2020 წელს, ნავთობკომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ვალერი გრაიფერის გარდაცვალების შემდეგ, იგი  საბჭოს ჩაუდგა სათავეში და  მმართველობა დატოვა.

დღის ამბები