18 მაისი 2024,   18:43
ვრცლად
აფეთქება ქაბულში- თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი რუსეთის საელჩოს შესასვლელთან აიფეთქა

ქაბულში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედის ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი რუსეთის საელჩოს შესასვლელთან აიფეთქა. დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელმაც თალიბანის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ ქაბულში საელჩო შეინარჩუნა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ოფიციალურად არ ცნობს თალიბანის მთავრობას, ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ოფიციალურ პირებთან ბენზინისა და სხვა საქონლის მიწოდების შეთანხმებაზე.

დღის ამბები