20 მაისი 2024,   04:07
ვრცლად
დმანისის რაიონში, საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მილიონ 800 000 წლით დათარიღებულ ფენებში, ადრეული ჰომო ერექტუსის ქვედა ყბის კბილი, მე-4 პრემოლარი აღმოაჩინა

კიდევ ერთი სენსაციური აღმოჩენა დმანისის რაიონში - სოფელ ქვემო ოროზმანში საერთაშორისო არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მილიონ 800 000 წლით დათარიღებულ ფენებში, ადრეული ჰომო ერექტუსის ქვედა ყბის კბილი, მე-4 პრემოლარი აღმოაჩინა. ოროზმანის არქეოლოგიური გათხრების ადგილას ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადამიანის ნაშთი იპოვეს, სხვადასხვა არქეოლოგიური ექსპედიციები ამ დრომდე აქ მხოლოდ ევრაზიის უძველესი მაცხოვრებლების ქვის იარაღებსა და ცხოველების ჩონჩხის ნარჩენებს პოულობდნენ.

ჰომო ერექტუსის ქვედა ყბის კბილის აღმოჩენის შემდეგ, ოროზმანის არქეოლოგიური ძეგლი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. მეცნერებისთვის ეს იმის მტკიცებულებაა რომ უძველესი ადამიანის გავრცელების არეალი დმანისს სცდებოდა. ოროზმანის კვლევა არქეოლოგებმა გასულ წელს დაიწყეს.

დღის ამბები