20 მაისი 2024,   05:29
ვრცლად
რუსეთთან ომის მეშვიდე თვე და სულ უფრო მეტი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე - დასავლეთი უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი დახმარების მობილიზებას გეგმავს

უკრაინა, რუსეთთან ომის მეშვიდე თვე და სულ უფრო მეტი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე. საოკუპაციო ძალა ისევ დაუნდობლად ბომბავს ხარკოვს, მხოლოდ გუშინდელ საარტილერიო დარტყმებს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 კი მძიმედ დაიჭრა, მათ შორის 2 წლის ბავშვი. მძიმედ დაშავებულების გადარჩენას ცდილობენ დონეცკის ოლქშიც, სადაც 8 ადამიანი დაიჭრა 7 კი გარდაიცვალა. მიუხედავად რუსეთის სარაკეტო დარტყმებისა უკრაინული არმია ხარკოვის მიმართულებით წინსვლას აგრძელებს.

უკრაინას კი რუსეთის წინააღმდეგ დამაჯერებელი უპირატესობის მოსაპოვებლად ვაშინგტონი დამატებით 675 მილიონი დოლარის შეიარაღებას მიაწვდის. მათ შორის 16 ჰაიმარსს, რაკეტებს და 155 მილიმეტრიან ჯიპიეს დამიზნების მქონე ჭურვებს. პარალელურად დღეს რამშტაინის სამხედრო ბაზაზე 50-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი შეიკრიბა. ცივილური დასავლეთი უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი დახმარების მობილიზებას გეგმავს. გერმანიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრიც.

დღის ამბები