20 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
ევროპის სასჯელი ოკუპანტი რუსეთისთვის - რუსეთის მოქალაქეები გამარტივებულ სავიზო რეჟიმს ემშვიდობებიან

ბრიუსელმა მოსკოვს 2006 წელს გაფორმებული ხელშეკრულება გაუჩერა, რომლის მიხედვითაც რუსებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში შესასვლელად გამარტივებული წესები მოქმედებდა. თუმცა ეს ყველაფერი არაა, რასაც ევროპა რუსული პასპორტის მქონე მოქალაქეებს უმზადებს. შენგენის ვიზის მისაღებად მათთვის იზრდება მოსაკრებლის თანხა და გაცემის დროც. უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო კიდევ უფრო შორს წავიდნენ ბალტიის ქვეყნები, ვიწრო კატეგორიის გარდა ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი საზღვარზე რუსეთის იმ მოქალაქეებსაც კი არ გაატარებენ, რომლებსაც შენგენის ვიზა აქვთ.


მაშინ როდესაც რუსი ტურისტების მიერ საზღვრის კვეთა ბევრი ევროპული ქვეყნისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მუქარად ფასდება, გერმანია, საფრანგეთი კვიპროსი და პორტუგალია წინააღმდეგები არიან რუსებს შენგენის ვიზის მიღება საერთოდ აეკრძალოთ. საპასუხო ზომებით იმუქრება მოსკოვიც, თუმცა ჯერ მხოლოდ კონკრეტულ ევროპელ ჩინოვნიკებზე.

დღის ამბები