19 მაისი 2024,   23:55
ვრცლად
"პასუხი გაგვცეს, გირაოთი რატომ გამოუშვა" - თელავში ფემიციდის მსხვერპლი ქალის ოჯახი მოსამართლის დასჯას მოითხოვს  

კახეთში, ფემიციდის მსხვერპლი ქალის ოჯახის წევრებს თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლესთან კითხვები აქვთ.  მიზეზი, რის გამოც 26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილის ნათესავები მართლმსაჯულების განმახორციელებელ ორგანოსთან შეიკრიბნენ მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა. ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული მამუკა წიკლაურმა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში მამაკაცმა მუქარა სისრულეში მოიყვანა და ქალი მოკლა.

სწორი გადაწყვეტილების შემთხვევაში, რომ სამი შვილის დედა დღეს ცოცხალი იქნებოდა, ამაზე მოკლული მარიამ გამტკიცულაშვილის ოჯახის ადვოკატიც საუბრობს. 

მოსამართლის პასუხისგებაში მიცემა ფემიციდის მსხვერპლი ქალის ოჯახის ერთადერთი მოთხოვნა არ არის. მარიამ გამტკიცულაშვილის ნათესავები ცოლის მკვლელის უმკაცრეს დასჯას და მისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას ითხოვენ.

კითხვები, რომელიც მოსამართლის მიმართ ისმის, ამჯერადაც უპასუხოდ რჩება. მან დღეს არც მედიასთან და არც გარდაცვლილის ოჯახთან საუბარი არ ისურვა. მამუკა წიკლაური უკვე ერთი კვირაა მხოლოდ შენობის უკანა შესასვლელს იყენებს. მან სასამართლო შენობა დღესაც ასე დატოვა.

მოსამართლემ ძალადობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე გამხვეტელაშვილი სასამართლო დარბაზიდან 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სხდომათა დარბაზის დატოვებიდან რამდენიმე დღეში, 9 ოქტომბერს 22 წლის კაცმა მუქარა სისრულეში მოიყვანა და ცოლი ცივი იარაღით მოკლა. 26 წლის ქალს ყელის არეში დანა ჰქონდა ჩარტყმული. მოკლული ქალი ოჯახმა დღეს დაკრძალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები