19 მაისი 2024,   23:55
ვრცლად
"გრინსერვის პლუსის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე პოლიციის განყოფილებაში დღეს განმეორებით მივიდა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, პოლიციაში გამოკითხვები გრძელდება. განყოფილებაში გამომძიებლების კითხვებს პასუხობს ყველა, ვისაც შესაძლოა საქმესთან პირდაპირი თუ ირიბი შემხებლობა ჰქონდეს.

თითქმის 30 საათიანი გამოკითხვის შემდეგ, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში დღეს განმეორებით მივიდა "გრინსერვის პლუსის" დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე. მას უწყებაში შესვლის წინ კომენტარი არ გაუკეთებია.

დღის ამბები