20 მაისი 2024,   01:33
ვრცლად
"რუსეთი ევროპაში თევზით სარფიან ბიზნესს აკეთებს" - გერმანული გამოცემა Wirtschafts Woche

გერმანული გამოცემა Wirtschafts Woche წერს, რომ  "რუსეთი ევროპაში თევზით სარფიან ბიზნესს აკეთებს".

სანქციები ბევრი რუსული თევზმჭერი კომპანიისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. 

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ევროპულმა კომპანიამ გაწყვიტა ან შეაჩერა საქმიანი ურთიერთობა რუსეთთან, ბოლო თვეების განმავლობაში რუსების ევროპასთან თევზით ვაჭრობა ყვავის. ისინი უპრობლემოდ შედიან ევროპულ ნავსადგურებში, რათა თავიანთი პროდუქტი გადმოტვირთონ. ეს სარფიანი საქმეა, რომელიც გერმანიის მხრიდანაც შეფერხების გარეშე ფუნქციონიერებს.

ათობით რუსულმა თევზმჭერმა გემმა, მათ შორის გიგანტურმა მცურავმა თევზის ქარხანამ, უკანასკნელი კვირეების განმავლობაში თევზი ნორვეგიის პორტებში გადმოტვირთა. ამას აჩვენებს გამოცემა Wirtschaftswoche-ს კვლევა, რომელიც ეყრდნობა ზღვის მოძრაობის კონტროლის ორგანიზაციის Marintraffic-ის მონაცემებს. ამ ინფორმაციას ასევე ასდასტურებს თევზჭერის დარგობრივი ორგანიზაციის Inrafish-­ის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც რუსული გემების იმპორტი და მისგან მიღებული შემოსავალი, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით მომატებულია. 

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა სანქციების ქვეშ მოახვედრა რუსული თევზის ნაირსახეობები, სანქციები არ შეეხო რუსულ თეთრ თევზს. ევროპის თევზის ინდუსტრიამ სანქციების წინააღმდეგ წარმატებით იმუშავა. 

უკანასკნელი კვირეების განმავლობაში ნორვეგიის პორტებში დიდი რუსული თევზმჭერი გემი Vladimir Zagoskin შედიოდა. Marinetraffic-ის მონაცემები აჩვენებს, რომ ჯამში 60 რუსული გემის საბოლოო გაჩერების ადგილი ნორვეგიის პორტები იყო.  Intrafish-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი 31 კვირის განმავლობაში, რუსულმა გემებმა 150 მილიონი ევროს თეთრი თევზი შეიტანეს ნორვეგიის პორტებში. ნორვეგიაში მოხვედრილი თევზის დიდი ნაწილი შემდგომ მთელს ევროპაში იყიდება, მხოლოდ 10-15% რჩება ნორვეგიაში".

დღის ამბები