20 მაისი 2024,   01:16
ვრცლად
მარიტა მეფარიშვილი დღეს დაკრძალეს - როგორ გააცილეს უკანასკნელ გზაზე ტრაგიკულად დაღუპული 13 წლის ჩემპიონი

13 წლის მარიტა მეფარიშვილი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა, დღეს დაკრძალეს. გოგონა უკანასკნელ გზაზე მეგობრებმა, ოჯახის წევრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გააცილეს. 

მარიტა დღეს დაკრძალვამდე უკანასკნელად საყვარელ ადგილას - ჩოგბურთის კორტებზე მიასვენეს, სადაც 13 წლის ჩემპიონმა საკუთარი ცხოვრების ყველაზე დიდი დრო გაატარა. 

სამოქალაქო პანაშვიდზე დღეს იყვნენ ისინი, ვინც მას ტრაგედიამდე იცნობდა და ისინიც, ვინც 13 წლის მოზარდი ტრაგედიის შემდეგ გაიცნეს.

13 წლის მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალებამ საზოგადოება 2 დღის წინ შეძრა. მოზარდი ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, თვითმხილველების მონათხრობის მიხედვით, მარიტას და მის კლასელებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, წყალში ჯერ 13 წლის ბიჭი შევიდა, მას მარიტა და მისი მეგობარი მიჰყვნენ. სამივე ბავშვი, უგონო მდგომარეობაში აუზიდან ვაკის პარკის მებაღემ ამოიყვანა. ორი გადარჩა. მეგობრის საშველად წყალში შესული მარიტა საავამყოფოში გარდაიცვალა.

დღის ამბები