20 მაისი 2024,   01:15
ვრცლად
"პროგნოზი საიმედოა და ალბათ მალე გაეწერება" - ექიმი ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის მოზარდის შესახებ

ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის ლაზარე ლობჟანიძე კვლავ "ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკაში რჩება. მას აღარც ხელოვნური ვენტილაციის აპარატი სჭირდება და ოჯახთანაც უკვე დაამყარა კომუნიკაცია. ყველაზე კრიტიკული საათები გასულია. უკვე მე-3 დღეა, რაც ლაზარე კლინიკაში იმყოფება. ჯერ კიდევ გუშინ, დღის პირველ ნახევარში, ის მართვით სუნთქვაზე იყო, ახლა კი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა.

"ნიუ ჰოსპიტალსის" ბავშვთა რეანიმატოლოგის მარინა ფირცხალავას თქმით, ლაზარე ლობჟანიძე კლინიკას მალე დატოვებს.

"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა რჩება სტაბილური, რაიმე გაუარესება დღის განმავლობაში არ ყოფილა, ცნობიერება ნათელია, სუნთქვა სპონტანური, ჰემოდინამიკა სტაბილური. პროგნოზი, როგორც მოგახსენეთ, საიმედოა და ალბათ მალე გაეწერება," - ამბობს მარინა ფირცხალავა.

დღის ამბები