20 მაისი 2024,   00:28
ვრცლად
უკრაინელი სამხედროების გადამზადება, ფინანსური დახმარება, სანქციების მე-9 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ - ევროკავშირის პირველი დიპლომატები ლუქსემბურგში მსჯელობენ

უკრაინელი სამხედროების გადამზადება, ფინანსური დახმარება ლეტალური იარაღის შესასყიდად, სანქციების მე-9 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც დახურულ კარს მიღმა ლუქსემბურგში ევროკავშირის ქვეყნების პირველმა დიპლომატებმა იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მისიას შექმნის და კიევს 500 მილიონ ევროს გამოუყოფს. 

სხდომაზე შესვლამდე ბალტიის ქვეყნებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნა, სადაც პუტინის რეჟიმს სამხედრო დანაშაულებებისთვის გაასამართლებენ. 

უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე საჰაერო იერიშების გამო მინისტრებს თავშესაფრიდან მიმართა დმიტრო კულებამ. უკრაინის პირველმა დიპლომატმა ირანისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა, რადგან ბოლო კვირების განმავლობაში რუსი სამხედრო ძალები თავდასხმებს მშვიდობიან მოქალაქეებსა და ინფრასტრუქტურაზე სწორედ ირანული კამიკაძე დრონებით ახორციელებენ.  

დმიტრო კულბას გარდა, ირანისთვის სანქციების დაწესების საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ნაწილმაც დააყენა. ოფიციალური თეირანი ბრალდებებს უარყოფს. 

დღის ამბები