20 მაისი 2024,   00:28
ვრცლად
ვემზადებით იმისთვის, რომ რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა ომის გასაგრძელებლად ნებისმიერ ახალ შესაძლებლობას მოძებნის - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებას, ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების თაობაზე, უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება. ვოლოდიმირ ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ მოსკოვს ხალხის ომში გაგზავნის ახალი ტალღაც დასჭირდეს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მზად არიან იმისთვის, რომ რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა ომის გასაგრძელებლად ნებისმიერ ახალ შესაძლებლობას მოძებნის.

"მტერი მობილიზაციის სავარაუდო დასრულების შესახებ იუწყება, რომ თითქოს საჭირო არ არის მოქალაქეების ფრონტზე გაგზავნის ახალი ტალღები. ფრონტის ხაზზე სრულიად განსხვავებული ვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს გაზარდოს ზეწოლა ჩვენს პოზიციებზე მობილიზებულთა გამოყენებით, ისინი იმდენად ცუდად არიან მომზადებულნი და აღჭურვილნი, ისინი იმდენად უხეშად იყენებენ სარდლობას, რომ შეიძლება მალე ხალხის ომში გაგზავნის ახალი ტალღაც დასჭირდეთ.

ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ვემზადებით იმისთვის, რომ რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელობა ომის გასაგრძელებლად ნებისმიერ ახალ შესაძლებლობას მოძებნის. მათ შორის მისი თანამზრახველების წყალობით ირანში,” - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ განაცხადა. აღნიშნული მან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას თქვა.

დღის ამბები