20 მაისი 2024,   01:15
ვრცლად
ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა მუშაობა დაასრულა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში არსებულმა ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა მუშაობა დაასრულა.

8-თვიანი კვლევა საპარლამენტო ჯგუფმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ჩაატარა და რეკომენდაციები შეიმუშავა.

მოკვლევის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფმა დაინტერესებულ პირებთან გამართა 14 ზეპირი მოსმენა და სამუშაო შეხვედრა. შეხვედრები გაიმართა როგორც ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციების წარმომადგნელებთან, ასევე მასწავლებლებთან, სტუდენტებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

დღის ამბები