20 მაისი 2024,   00:16
ვრცლად
განზრახ მკვლელობის ბრალდებით ვარკეთილში მომხდარი ფაქტის გამო დაკავებულს უკვე წარუდგინეს

განზრახ მკვლელობის ბრალდებით ვარკეთილში მომხდარი ფაქტის გამო დაკავებულს უკვე წარუდგინეს - მამაკაცი ირწმუნება, რომ თავს იცავდა.

საქმე ეხება რესტორანში დაწყებულ დაპირისპირებას, ახლა უკვე ბრალდებულს კონფლიქტში მონაწილეებმა სახლში მიაკითხეს, ჩხუბის დროს 26 წლის თემურ ხარაულს სასიკვდილო ჭრილობები დაკავებულმა ცივი იარაღით მიაყენა.

კურიერმა გაარკვია რომ დაკავებული 22 წლის ტარიელ ძეგლიგაშვილია- მას ათიდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ასევე ჩვენი ინფორმაციით, მოკლული და სავარაუდო დამნაშავე სამშენებლო ობიექტზე ერთად მუშაობდნენ.

დღის ამბები