19 მაისი 2024,   06:04
ვრცლად
"ქართული საზოგადოების პასუხი 9 წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის მიმართ" - ვატო შაქარიშვილი ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით

გიორგი შარაშიძე პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა - ვანო მერაბიშვილის ცემის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

"რუსთავ ი2-ის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ვაკეში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ფიზიკურად გია გაჩეჩილაძის სიძე, გიორგი შარაშიძე გაუსწორდა. ინფორმაცია "კურიერს" თავად შარაშიძემაც დაუდასტურა. მისი განცხადებით, ის პასუხისმგებლობას არ გაურბის და სამართალდამცველების კითხვებსაც უპასუხებს.

ფაქტს პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

"აი იას" დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა ლიდერებმა უარი უნდა თქვან ქართულ პოლიტიკაში მოღვაწეობაზე, რადგან მათ თითოეული ქართველი ყოველთვის შეახსენებს 9 წლიანი რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებს. 

"არ ველოდებოდით ასეთ რეაქციას "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან და უშუალოდ ვანო მერაბიშვილის მხრიდან, რომელიც ვერ ბედავს ამ თემაზე საუბარს გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის რეალური სათქმელი მთელი ქართული საზოგადოებისა მისი პერსონის მისამართით, იმ დანაშაულების მისამართით, რაც მათ ჩადენილი აქვთ 9 წლის განმავლობაში.

ვანო მერაბიშვილი, როდესაც ციხიდან გათავისუფლდა, მან დაგვიანონსა, რომ სულ რამდენიმე ხანში ის ამ ქვეყანაში რევოლუციას მოახდენდა და ხელისუფლებას შეცვლიდა. ასე რომ ისინი არანაირად არ იცვლიან საკუთარ ზნეს. ვანო მერაბიშვილს როდესაც პირისპირ შეხვდება ნებისმიერი ადამიანი, მას ცხადია ექნება სურვილი, რომ შეახსენოს საკუთარი წარსული და მოუწოდოს იმისკენ, რომ მათ სინანული გამოიჩინონ, გაიწიონ ქართული პოლიტიკიდან და მინიმუმ საჯარო ცხოვრებას დაანებონ თავი," - აცხადებს ვატო შაქარიშვილი. 

დღის ამბები