20 მაისი 2024,   01:15
ვრცლად
ბრაზილიაში ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მხარდამჭერები ეროვნულ კონგრესსა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ იერიში უზენაესი სასამართლოს შენობაზეც განხორციელდა. ასობით მოქალაქე არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ახლად არჩეული პრეზიდენტის დასამხობად სამხედრო ჩარევას ითხოვს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დაკავებულია 400-ზე მეტი პირი. ამ დროისთვის სამართალდამცველებმა სამთავრობო შენობებზე კონტროლი მოიპოვეს. როგორც მედიაში იწერება, პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვას ბრძანებით, მზადყოფნაშია ათასობით ჯარისკაციც.

დღის ამბები