19 მაისი 2024,   10:48
ვრცლად
საქართველოს გზების ნაწილზე შეზღუდვებია დაწესებული - რეგიონებში უამინდობაა

თბილისში თოვს, უამინდობაა ქვეყნის რეგიონებშიც. გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, ნისლის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო, შეზღუდვები უკვე დაწესდა.

გუდაური კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გომბორზე კი მსუბუქი ტრანსპორტი მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობს. ძლიერი თოვის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს "თბილსერვის ჯგუფი".

ინტენსიურად მიმდინარეობს თბილისსა და დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდა. იყრება ტექნიკური მარილი.

დღის ამბები