20 მაისი 2024,   04:07
ვრცლად
დავოსში კონფერენციის პლენარული სხდომა გაიხსნა - პანდემია და ომი უკრაინაში, რა გამოწვევები შექმნა ამ ორმა ფაქტორმა მსოფლიო ეკონომიკაში

დავოსში კონფერენციის პლენარული სხდომა გაიხსნა. თემა ევროპის თავდაცვაა, დაგეგმილია ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლა.

შვეიცარიაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იმყოფება საქართველოს დელეგაციაც. ირაკლი ღარიბაშვილს ერთი კვირის განმავლობაში ექნება ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

ასევე გაიმართება დისკუსია სამხრეთის კორიდორთან დაკავშირებით. ამ დისკუსიაზე ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა. ეკონომიკური ფორუმი პირველად ჩაივლის რუსი პოლიტიკოსებისა და რუსი ბიზნესმენების გარეშე.

ამასთან, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინის სამთავროში აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები თანამშრომლობის ფორმატში ძალიან მნიშვლეოვანია

"ფორუმი ეძღვნება სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლობას, მსხვილ ბიზნეს კომპანიებთან და მათ მიდგომებს იმ ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო დგას,"- აღნიშნა რევაზ ლომინაძემ.

დღის ამბები