20 მაისი 2024,   00:17
ვრცლად
დროს, რომელსაც თავისუფალი სამყარო იყენებს ფიქრისთვის, ტერორისტული სახელმწიფოები იყენებენ მოკვლისთვის - ზელენსკი დავოსის ფორუმზე

როდესაც ბოროტი რევანშს ცდილობს, სამყაროს შედეგი და სიჩქარე სჭირდება - ამ სიტყვებით გამოვიდა ვოლოდიმირ ზელესნკი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, დროს რომელსაც თავისუფალი სამყარო ფიქრისთვის, ტერორისტული სახელმწიფოები მოკვლისთვის იყენებენ.

"ომის დასაწყებად რუსეთს1 წამზე ნაკლები დასჭირდა, მსოფლიოს კი დღეები დასჭირდა პირველი სანქციებით რეაგირებისთვის. დროს, რომელსაც თავისუფალი სამყარო იყენებს ფიქრისთვის, ტერორისტული სახელმწიფოები იყენებენ მოკვლისთვის.  ამ პერიოდმა დაამტკიცა, რომ ყველა ჩვენმა სწრაფმა ქმედებამ მოიტანა დადებითი შედეგი: უკრაინელებისთვის ევროპის საზღვრების გახსნა, მარცვლეულის შეთანხმება, ენერგეტიკული ერთიანობა- მათ ერთად გადაარჩინეს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და არა მარტო უკრაინაში. გადაწყვეტილებებისა და ქმედებების ზუსტად ასეთი ტემპი სჭირდება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს.  მსოფლიოს მობილიზებამ უნდა გადააჭარბოს ჩვენი ერთობლივი მტრის მომავალ სამხედრო მობილიზაციას.  ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებამ უნდა გაასწროს რუსული აგრესიის გავრცელებას," - განაცხადა ზელენსკიმ. 

უკრაინის საკითხს შეეხო დავოს ფორუმზე იენს სტოლტენბერგიც. ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ახლა ალიანსის მთავარი მიზანი უკრაინის მხარადაჭერაა.

"ნატოს პოზიცია უცვლელი რჩება , რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი. რა თქმა უნდა, ახლა მთავარი აქცენტი უკრაინის მხარდაჭერაზეა, რათა უკრაინამ მოიგოს ომი და გაიმარჯვოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს ეს ომი, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს იქნება ტრაგედია უკრაინელებისთვის, მაგრამ ეს იქნება ძალიან საშიში ყველა ჩვენგანისთვის.  თუ ჩვენ გვსურს უკრაინის ომის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა, ჩვენ უნდა გავუწიოთ უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა. იარაღი, ეს არის მშვიდობის გზა და ეს შეიძლება პარადოქსად ჟღერდეს, მაგრამ მოლაპარაკების შედეგად შეთანხმების ერთადერთი გზა არის პრეზიდენტი პუტინის დარწმუნება, რომ ის ვერ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე, ის უნდა დაჯდეს და მოლაპარაკება დაიწყოს. არავინ იცის როგორ დასრულდება ეს ომი. დიდი ალბათობით, ეს მოლაპარაკების მაგიდის გარშემო დასრულდება. რაც ხდება ამ მოლაპარაკების მაგიდის გარშემო, მთლიანად დამოკიდებულია ბრძოლის ველზე.თუ ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა გაიმარჯვოს, მაშინ მათ სჭირდებათ სამხედრო ძალა," - აღნიშნა სტოლტენბერგმა. 

დღის ამბები