20 მაისი 2024,   00:28
ვრცლად
პროტესტს ჯორჯიის შტატში მსხვერპლი მოჰყვა - გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილე პოლიციელის მიერ გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა

პროტესტს ჯორჯიის შტატში მსხვერპლი მოჰყვა - დემონსტრენტები ატლანტაში ტყის ტერიტორიაზე პოლიციის სასწავლო ცენტრის განთავსების წინააღმდეგ გამოვიდნენ.

დაღუპულია აქციის ერთ-ერთი მონაწილე. გავრცელებული ინფორმაციით, ის პოლიციელის მიერ გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. სხვა დეტალები, ამ დროისთვის, გაურკვეველია.

აქტივისტები პროტესტის გამოსახატავად ტყეში გადავიდნენ და ცდილობდნენ კონსტრუქციის მშენებლობის დაბლოკვას. ბოლო თვეებში დაპირისპირება გამწვავდა და ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დღის ამბები