20 მაისი 2024,   00:28
ვრცლად
გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინას „ლეოპარდი 2“ ტიპის ტანკების გადაცემაზე თანხმობას იტყვის, თუ აშშ უკრაინას ამერიკული წარმოების M1 Abrams-ის ტანკებს გაუგზავნის

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აშშ-ს ულტიმატუმს უყენებს და აცხადებს, რომ უკრაინისთვის „ლეოპარდი 2“ ტიპის ტანკების გადაცემაზე თანხმობას იტყვის, თუ უკრაინას ამერიკული წარმოების M1 Abrams-ის ტანკებს, შეერთებული შტატებიც მიაწვდის. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

გერმანიას უკრაინისთვის ტანკების გადაცემისკენ სხვა ევროპული ქვეყნებიც, მათ შორის პოლონეთიც მოუწოდებს. ანდჟეი დუდამ, ჯერ კიდევ გასულ კვირას განაცხადა, რომ მზად არის, მიაწოდოს უკრაინას "ლეოპარდ 2-ის“ ტიპის გერმანული ტანკები, თუკი ბერლინი მათ რეექსპორტირებაზე ნებართვას გასცემს.

„ლეოპარდი 2-ის“ ტიპის ტანკები ყველაზე მოწინავე საბრძოლო ტექნიკაა, რომლის ჭურვსაც 5 კმ-ის რადიუსის მანძილის დაფარვა შეუძლია. უკრაინა კი ომში, ძირითადად, საბჭოთა წარმოების ტ-72 ტიპის ტანკებს იყენებს და დიდი ხანია, დასავლეთს ამ ტექნიკის მიწოდებას სთხოვს.

დღის ამბები