20 მაისი 2024,   00:56
ვრცლად
უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილზე მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული

უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილზე, მათ შორის, კიევში, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული თითქმის მთელი ღამის განმავლობაში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინელებმა ზაპოროჟიეს, დნიპროპეტროვსკის და მიკოლაივის ოლქებში არაერთი შაჰიდის დრონის ჩამოაგდეს.

ერთი მოქალაქე გარდაიცვალა და ოთხი დაიჭრა რუსების საქვემეხო შეტევის შედეგად დონეცკის ოლქში; ქალაქ ზაპოროჟიაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ნანგრევებში ერთი ქალი დაიღუპა.

მსხვერპლი მოჰყვა დაბომბვებს ხერსონის ოლქში - ადგილობრივი სასურსათო მაღაზიის იერიშის შედეგად დაიღუპა 2 და დაიჭრა 3 ადამიანი. შეტევა განხორციელდა დნიპროპეტროვსკის ოლქშიც. დაზიანებულია სამრეწველო საწარმო. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღის ამბები