19 მაისი 2024,   23:34
ვრცლად
ლიბიის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად 8 აფრიკელი მიგრანტი დაიღუპა

სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ლიბიის სანაპიროსთან უამრავი აფრიკელი მიგრანტით სავსე ნავი ჩაიძირა. დაახლოებით 100 ადამიანი გადარჩენილია.

ნავის ჩაძირვის შედეგად, ცხედრები ლიბიის ქალაქ კასტელვერდეს მახლობლად ტრიპოლიდან აღმოსავლეთით 40კმ-ში ნაპირზე გამოირიყა.

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის მიერ მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ ლიბიის სანაპირო ზოლი განიხილება აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისგან სიღარიბეს გაქცეული ადამიანების მთავარ ამოსავალ წერტილად, რათა მიიღონ შანსი ევროპაში უკეთესი ცხოვრებისთვის.

დღის ამბები