19 მაისი 2024,   23:54
ვრცლად
მაღალჩინოსნების კორუფციული გარიგებები და ძვირადღირებული შვებულებები ომის პარალელურად - რას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება სკანდალის წინააღმდეგ

მაღალჩინოსნების კორუფციული გარიგებები და ძვირადღირებული შვებულებები ომის პარალელურად - გენერალური პროკურორის მოადგილემ საბრძოლო მოქმედებების დროს დასასვენებლად მალიორკაზე წავიდა და ფოტოებიც თავადვე ატვირთა.

კორუფციულ გარიგებებშია ეჭვმიტანილი 5 რეგიონის გუბერნატორი, მათ შორის ერთ-ერთმა, დნეპრის გუბერნატორმა გავრცელებული ინფორმაციით, ფონდიდან მილიარდნახევარი გრივნა მიითვისა.

თანამდებობიდან გათავისუფლებულია დავით არახამიას მოადგილეც, რომელმაც, ერთერთი სასულიერო პირისგან საომარ ვითარებაში ყოფნის დროს კიევის ცენტრში 55 მილიონ გრივნად ბინა იყიდა. მოხსნილია თავდაცვის მინისტრის მოადგილეც, მიზეზი ჯარისკაცების საკვებისთვის გადარიცხული თანხების თაღლითურად მითვისებაა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა აგრძელებს ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გატარებას.

"მთავრობა აგრძელებს ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გატარებას. ეს ეხება ანტიკორუფციული სისტემის მშენებლობას, რაც ნიშნავს სისტემატურ და მოწესრიგებულ მუშაობას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, როგორც აუცილებელი პირობაა ევროინტეგრაციისთვის," - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა.

 

დღის ამბები