20 მაისი 2024,   00:27
ვრცლად
წიაღისეულის ვაჭრობით ევროპა უკრაინაში რუსეთის ომის დაფინანსებას განაგრძობს - Investigate Europe

ევროპა რუსეთის შესუსტებას განაგრძობს, თუმცა მაინც მისი პოლიტიკა კრიტიკის ობიექტი ხდება.

"წიაღისეული საწვავის ვაჭრობით ევროპა უკრაინაში რუსეთის ომის დაფინანსებას განაგრძობს" - ამ სათაურით ვრცელ სტატიას Investigate Europe აქვეყნებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპული გემები კვლავ ახორციელებენ რუსეთიდან მილიონობით ტონა წიაღისეული საწვავის ექსპორტს და უკრაინაში ვლადიმირ პუტინის ომისთვის მნიშვნელოვან სახსრებს უზრუნველყოფენ. 

ევროკავშირმა რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტზე ემბარგოს აღსრულება დაიწყო. ერთი თვის შემდეგ, "ინვესთიგეით იუროფისა" და "რეპორტერ იუნაითიდის" გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ ნაბიჯს შეზღუდული გავლენა აქვს და მოსკოვი კვლავ დიდ მოგებას იღებს, ხოლო ევროპული ფირმები ხელს უწყობენ ვაჭრობის დიდ ნაწილს. ვაჭრობაში მსხვილი ბერძნული კომპანიები დომინირებენ. ამასთან, გემებმა, რომლებიც ოპერირებდნენ გერმანიაში, მონაკოში, კვიპროსში, დანიაში, იტალიაში, ნორვეგიასა და დიდ ბრიტანეთში, გასულ თვეში ასევე რუსეთიდან ექსპორტი განახორციელეს. 

მიღებული ზომების მიუხედავად, უამრავი ევროპული ფირმა განაგრძობს სარგებლის მიღებას რუსეთიდან წიაღისეული საწვავის გადატანით. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვაჭრობა უკანონოა, მაგრამ ევროპის საქმიანი ურთიერთობა რუსეთთან საბოლოოდ მილიონობით ევროს მატებს კრემლის ომის ხაზინას. გამოცემა აღნიშნავს, რომ სანქციებში არსებული ხარვეზი ასეთი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა, თუ ნედლი ნავთობი წარმოიქმნება სხვაგან და რუსეთიდან მხოლოდ ტრანსპორტირდება. ევროკომისიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა უნდა აკონტროლონ აღნიშნული შეზღუდვების დაცვა.

დღის ამბები