19 მაისი 2024,   23:56
ვრცლად
ხარკოვზე გვიან ღამით სარაკეტო თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი მოქალაქე

1 დაღუპული და 3 დაშავებული - ასეთია ხარკოვზე გვიან ღამით სარაკეტო თავდასხმის შედეგი. რუსულმა ძალებმა იერიში ქალაქზე "S-300" ტიპის რაკეტით მიიტანეს.

გუბერნატურის ინფორმაციით, სამიზნე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ოთხსართულიანი შენობა იყო.

გუშინ, დღის ბოლოს, ხერსონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 5 ადამიანი, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

რუსულმა ჯარებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ორ დასახლებას გაუხსნეს ცეცხლი. უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსული ძალები დონეცკის ოლქს უტევენ, ასევე ცდილობენ ლიმანსკის, ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით წინსვლას.

დღის ამბები