20 მაისი 2024,   01:31
ვრცლად
თურქეთმა ნატოში გაწევრიანებაზე, შვედეთზე ადრე, შესაძლოა, ფინეთს დაუჭიროს მხარი - ერდოღანი

ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა ნატოში გაწევრიანებაზეშვედეთზე ადრე, შესაძლოა, ფინეთს დაუჭიროს მხარი. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარის თანხმობისთვის საჭიროა, რომ ფინეთმა არ დაუშვას ისეთი შეცდომები, როგორიც შვედეთმა.

ქვეყნების ნატოში გაწევრიანებისათვის ანკარას თანხმობაა საჭირო.

რამდენიმე დღის წინ, თურქეთმა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეაჩერა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შვედეთში გამართული ანტითურქული საპროტესტო აქციები და ერთ-ერთი ასეთი აქციის დროს ყურანის დაწვა.

დღის ამბები