13 მაისი 2024,   09:03
ვრცლად
თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 52 ათასს გადააჭარბა - მიწისძვრის შემდეგ 11 ათასზე მეტი ბიძგი დაფიქსირდა

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 52 ათასს გადააჭარბა. დაზარალებული კი 13 მილიონი ადამიანია.

მიწისძვრის შემდეგ 11 ათასზე მეტი ბიძგი დაფიქსირდა.

სტიქიით დაზარალებულ რაიონებში კვლავ მუშაობს სამძებრო-სამაშველო პერსონალი და მოხალისეთა ჯგუფები. მიწისძვრის შემდეგ დაწყებული გამოძიების შედეგად უკვე დააკავეს 203 პირი.

დაზარალებულთა დასახმარებლად დროებითი თავშესაფრის დანიშნულებით უკვე გამოყოფილია 358 ათასზე მეტი კარავი. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქაჰრამან-მარაშის პროვინციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაწმენდითი სამუშოების დასრულების შემდეგ, რეგიონის აღდგენა ინტენსიურად დაიწყება და საწყის ეტაპზე 309 000 სახლის მშენებლობა დაანონსა.

დღის ამბები