13 მაისი 2024,   19:41
ვრცლად
ბელგრადში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, დემონსტრანტებმა კორუფციული საქმეების გამოძიებაში ჩართული პროკურორების გათავისუფლება გააპროტესტეს 

ბელგრადში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებმა რეზონანსული კორუფციული საქმეების გამოძიებაში ჩართული პროკურორების გათავისუფლება გააპროტესტეს.

საუბარია ორ პროკურორზე, რომელთა ხელმძღვანელობით ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს ექვსი ეჭვმიტანილი. მათ 7,5 მილიონი დოლარის მითვისებაში ადანაშაულებენ.

დემონსტრაციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პროკურორები კორუფციაში ჩართული პირების მხილების გამო მოხსნეს. აქციის მონაწილეები პროკურორების თანამდებობაზე აღდგენასა და სერბეთის სახელმწიფო პროკურორის გადაყენებას მოითხოვენ.

დღის ამბები