11 მაისი 2024,   19:57
ვრცლად
საპროტესტო აქცია ირანში - აქციის მონაწილეები ასობით მოსწავლე გოგონას მოწამვლის ფაქტებს აპროტესტებდნენ

ირანში საპროტესტო აქცია გაიმართა - აქციის მონაწილეები ასობით მოსწავლე გოგონას მოწამვლის ფაქტებს აპროტესტებდნენ. მშობლებმა აქციები თეირანსა და რამდენიმე ქალაქში საგანმანათლებლო უწყებების წინ გამართეს.

დაზარალებულ არასრულწლოვნებს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები აქვთ, როგორიცაა გულისრევა, გახშირებული გულისცემა, თავის ტკივილი, კიდურების დაბუჟება.

ირანის პრეზიდენტი მომხდარში თეირანის მტრებს ადანაშაულებს. არსებობს ვარაუდიც, რომ გოგონები შეიძლება რელიგიური ჯგუფების სამიზნეები არიან, რომლებიც მათ განათლებას ეწინააღმდეგებიან.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გამომძიებლებმა "საეჭვო ნიმუშები" აღმოაჩინეს, რომლებსაც უკვე იკვლევენ.

მასობრივი მოწამვლის ფაქტები, ნოემბრის შემდეგ, ქვეყნის რამდენიმე ქალაქის 30-ზე მეტ სკოლაში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, დაზარალებული 900-მდე მოსწავლეა.

დღის ამბები