13 მაისი 2024,   08:45
ვრცლად
კანადამ რუსული ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე აკრძალვა დააწესა

კანადის ხელისუფლებამ, რუსული ალუმინისა და ფოლადის, ასევე მათგან რუსეთის ფედერაციაში წარმოებული პროდუქციის იმპორტზე აკრძალვა დააწესა - ამის შესახებ ინფორმაციას კანადის მთავრობა ავრცელებს.

„არც ერთი ადამიანს კანადაში, ან ამ ქვეყნის მოქალაქეს კანადის ფარგლებს გარეთ, არ აქვს უფლება შეიძინოს რაიმე - დაწყებული მილებიდან, რკინიგზისა და ტრამვაის სამშენებლო მასალებით დამთავრებული“, - აცხადებს კანადის მთავრობა.

როგორც კანადის მთავრობა აღნიშნავს, ეს აკრძალვა იმ სანქციების ნაწილი იყო, რომელიც ქვეყანამ რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო დაუწესა.

კანადის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „კანადა ყველაფერს ეცდება, რომ კრემლს შემოსავლები ჩამოერთვას“.

„გარანტიას გაძლევთ, რომ პუტინი ვერ დააფინანსებს თავის უკანონო ომს, კანადაში ალუმინისა და ფოლადის გაყიდვით“, - აღნიშნა მან.

დღის ამბები