13 მაისი 2024,   09:30
ვრცლად
რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი - ზელენსკი

რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი, სასჯელის, რომელსაც კრემლი ვერ შეაჩერებს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ნანგრევები, ნამტვრევები, მიწაზე ჭურვებისგან დატოვებული ღრმულები – ეს რუსეთის ავტოპორტრეტია, რომელსაც ის ხატავს იქ, სადაც რუსეთის გარეშე ნორმალური ცხოვრება სუფევს.

„რაკეტები და არტილერია, უპილოტო საფრენი აპარატები და ნაღმმტყორცნები – ბოროტების სახელმწიფო სხვადასხვა იარაღს იყენებს, თუმცა ერთი მიზნით – გაანადგუროს სიცოცხლე და არ დატოვოს არაფერი ადამიანური. ნანგრევები, ნამტვრევები, მიწაზე ჭურვებისგან დატოვებული ღრმულები – ეს რუსეთის ავტოპორტრეტია, რომელსაც ის ხატავს იქ, სადაც რუსეთის გარეშე ნორმალური ცხოვრება სუფევს. რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი, სასჯელის, რომელსაც კრემლი ვერ შეაჩერებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხაზგასმით ისაუბრა უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებზე ფიზიკური და იურიდიული კომპანიების წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ ეს სანქციები უკრაინიდან თანხების გადინების გზებს დახურავს.

„გადავდგით ახალი სასანქციო ნაბიჯი ბოროტების სახელმწიფოსთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ. შესაბამისი განკარგულება გამოქვეყნებულია. ეს 280-ზე მეტი კომპანიაა და 120 ადამიანი, რომლებიც სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული სქემებით უკრაინის წინააღმდეგ მუშაობდნენ, გაჰქონდათ სახსრები ჩვენი სახელმწიფოდან და აფინანსებდნენ რუსულ კომბინაციებს. ეს გადაწყვეტილება გარკვეული დროის განმავლობაში მზადდებოდა, ის საფუძვლიანად შემუშავებულია და ხურავს ათობით მილიარდიან სქემებს. ეს არ არის ასეთი უკანასკნელი გადაწყვეტილება. უკრაინა თავს დაიცავს ყველგან და ყველა ცივილიზებული საშუალებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები