11 მაისი 2024,   19:29
ვრცლად
ამერიკული დრონისა და რუსული საბრძოლო თვითმფრინავის შეჯახების გამო ვაშინგტონმა რუსეთის ელჩი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარა

რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ამერიკულ დრონს დაეჯახა შავი ზღვის საჰაერო სივრცეში, რის შემდეგაც, ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ზღვაში ჩავარდა.

ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების ხელმძღვანელის თქმით, ამ ინციდენტმა რუსული მხარის მიერ უსაფრთხოებისა და არაპროფესიონალიზმის გარდა, კომპეტენციის ნაკლებობის დემონსტრირებაც მოახდინა.

ვაშინგტონმა მომხდარის გამო რუსეთის ელჩი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარა.

ინციდენტს პროვოკაციად აფასებენ მოსკოვში და ამტკიცებენ, რომ ამერიკულ დრონთან უშუალო კონტაქტი არ მომხდარა. რუსული მხარე ამბობს იმასაც, რომ ამერიკულ თვითმფრინავებს რუსეთის საზღვართან "არაფერი ესაქმებათ".

 

დღის ამბები