18 მაისი 2024,   21:42
ვრცლად
მერია ძველი თბილისის ავარიული სახლების ჩანაცვლება-რეაბილიტაციის პროექტს იწყებს - გეგმას, თბილისის საკრებულო მიმდინარე კვირას დაამტკიცებს

მერია ძველი თბილისის ავარიული სახლების ჩანაცვლება-რეაბილიტაციის პროექტს იწყებს. მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად, ინვესტორი ვალდებული ხდება ძველი სახლი, ახლით იქ მაცხოვრებლებთან შეთანხმების შემდეგ ჩაანაცვლოს, ამავე დროს ბიზნესმა მხოლოდ თბილისის განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად უნდა იმოქმედოს, ანუ ისე რომ საუკუნეების განმავლობაში არსებული არქიტექტურა არ დაამახინჯოს. ინვესტორებს აკრძალული ექნებათ, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობაც. ისტორიულ უბნებში სახლების ჩანაცვლება-რეაბილიტაციის ახალ გეგმას, თბილისის საკრებულო მიმდინარე კვირას დაამტკიცებს.

დაბზარული კედლები , ჩამოშლილი აივნები , ავარიული კიბეები - ასე გამოიყურება შენობა- ნაგებობების უმეტესობა ძველ თბილისში. ადგილობრივები საფრთხეების მიუხედავად საკუთარ ბინებს ვერ ტოვებენ .

კურიერის რესპონდენტები ამბობენ, რომ მთავარი ახლა კეთილსინდისიერ ინვესტორთან მოლაპარაკებები და პირობების შეთანხმებაა. ის ზუსტად იციან, რომ მათი შვილიშვილებიც აქ , ამ ისტორიული უბანში უნდა დარჩნენ და საგვარეულო სახლში ცხოვრება გააგრძელონ.

ისტორიულ უბნებში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების ახალი გეგმა, დღეს, დედაქალში მერმა, თბილისი მთავრობის სხდომაზე წარადგინა . პროგრამა ორ მიმართულებას მოიცავს. ერთის მხრივ - ბიზნესი ვალდებული იქნება მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე ჩაანაცვლოს, ძველი სახლი, ახლით . მეორეს მხრივ კი მესაკუთრეს გაყიდვის შემთხვევაში , შესაძლებლობა ექნება ქონება აუქციონზე გაიტანოს საკუთარი პირობებით და პროცედურულ საკითხებში მერია უსასყიდლოდ გაუწევს კონსულტაციას.

ისტორიულ ზონაში გენერალური გეგმის მიხედვით, შესაბამისი სამშენებლო პარამეტრებია განსაზღვრული. ასეთ უბნებში 2 სართულიანი სახლის ადგილზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსში მშენებლობა ვერ განხორციელდება. თბილის მერია ბიზნეს სექტორს კონკრეტულ წინადადებასაც სთავაზობს. თუ ძველი თბილისის განახლების პროექტში მონაწილეობას მიიღებენ -მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც ისტორიული უბნების გარეთ მდებარეობს, კოეფიციენტს გადახედავს და სამშენებლო პარამეტრებს შეცვლის.

ნებისმიერი სამშენებლო კომპანია, ავარიული სახლის ჩანაცვლებას ან რეაბილიტაციას განახორციელებს მხოლოდ თბილისის განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად .
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ჩანაცვლების ახალი პროგრამა , თბილისის მერიამ და საკრებულომ ერთობლივად შეიმუშავეს.

საკრებულო ისტორიულ უბნებში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების ახალ გეგმას კვირის ბოლოს დაამტკიცებს . მას შემდეგ პროგრამა ამოქმედდება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ძველი თბილის განახლების პროგრამაში ჩაერთოს.

დღის ამბები