13 მაისი 2024,   18:55
ვრცლად
პარიზში აქციაზე, რომელიც საპენსიო კანონის კენჭისყრის გარეშე მიღებას მოჰყვა, 120 დემონსტრანტი დააკავეს

პარიზში ღამის განმავლობაში საპროტესტო აქციაზე 120 დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მოსახლეობა დედაქალაქის ქუჩებში მას შემდეგ გავიდა, რაც პრეზიდენტმა მაკრონმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა და სადავო საპენსიო კანონი პარლამენტის კენჭისყრის გარეშე მიიღო. აქცია მალევე პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც ფრანგული მედია იტყობინება, აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს, სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

 

დღის ამბები