13 მაისი 2024,   20:05
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა ისროლა

ჩრდილოეთ კორეამ მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა ისროლა. რაკეტამ დაახლოებით 800 კილომეტრი დაფარა და აღმოსავლეთ სანაპიროს წყლებში დაეშვა.

მედიის ინფორმაციით, ეს იმ ფონზე ხდება, როცა სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ, ფხენიანი კი ამას "შეჭრის რეპეტიციად" განიხილავს.

ოფიციალური სეულის განცხადებით, ბალისტიკური რაკეტების გამოცდა "მძიმე პროვოკაციაა", რომელიც კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობას უთხრის ძირს.

დღის ამბები