13 მაისი 2024,   18:49
ვრცლად
ესპანეთი შეუერთდა ევროკავშირის შეთანხმებას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივად შესყიდვის შესახებ

კიევის ოლქში რუსული თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა. სახლის ნანგრევებში ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ.

სულ მცირე 33 ადამიანი დაშავდა ზაპოროჟიაზე რუსების დაბომბვის თავდასხმის შედეგად, დაღუპულია ერთი მოქალაქე. სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, პუტინი უკრაინაში მშვიდობას არ გეგმავს, ამიტომ დასავლეთი კიევისთვის ლეტალური დახმარების კიდევ დიდხანს მიწოდებისთვის მზად უნდა იყოს.

პარალელურად, ესპანეთი შეუერთდა დამტკიცებულ ინიციატივას, რომელიც უკრაინისათვის ერთი წლის განმავლობაში მილიონი საარტილერიო ჭურვის შეძენას ითვალისწინებს. ის პროექტში შემავალი მე-19 ქვეყანაა.

თეთრ სახლში კი კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ გაღარიბებული ურანის შემცველი საარტილერიო ჭურვები, რომელსაც დიდი ბრიტანეთის უკრაინას მიაწვდის, რადიოაქტიურ საფრთხეს არ წარმოადგენს.

დღის ამბები