18 მაისი 2024,   20:33
ვრცლად
"ვოლტის" კურიერების ნაწილი მეორე დღეა გაფიცულია - მოთხოვნა უცვლელი რჩება

მეორე დღეა "ვოლტის" კურიერიერების ნაწილი გაფიცვას განაგრძობს. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტის გამო ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ამის გამო, მათ, აქციის ადგილას, გამრეკელის 2 ნომერთან სახალხო დამცველის და სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმონადგენლის მისვლა მოითხოვეს.

მოთხოვნები უცვლელია - ღირსეული სამუშაო პირობები, ხელფასის მატება, არსებული ხელმძღვანელობის შეცვლა და კოლექტიური მოლაპარაკება.

ამ დროისთვის "ვოლტ ჯორჯიას" 400-ზე მეტი კურიერია გაფიცული. კომპანია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია აქციაში მონაწილეობის გამო კურიერების გათავისუფლების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც "ვოლტში" აღნიშნავენ, დღეს ორ კურიერს დაუკავშირდნენ და კონკრეტულ შეკვეთებთან დაკავშირებით მხოლოდ განმარტება მოსთხოვეს.

დღის ამბები