18 მაისი 2024,   19:46
ვრცლად
"საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია - სასტუმრო "ამბასადორი" განცხადებას ავრცელებს

სასტუმრო "ამბასადორი" ხანძართან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

"დღეს, 31 მარტს, დაახლოებით 18:10-ზე სასტუმრო ამბასადორი თბილისის ერთ-ერთ ფლიგელში გაჩნდა ხანძარი.

სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ მოახდინა პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია.

ინციდენტიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენაზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება. მეხანძრე-მაშველების ძალისხმევით ხანძარი ლოკალიზებულია," - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

დღის ამბები