18 მაისი 2024,   19:45
ვრცლად
"ძალადობრივი ქმედებების შემთხვევაში საჭიროა შესწავლილი იყოს ისინი და მოჰყვეს შესაბამისი შედეგები" - პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონით დაცულია მშვიდობიანი დემონსტრაციების უფლება, თუმცა დიპლომატის განმარტებით, ძალადობის შემთხვევაში, ფაქტს შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

პაველ ჰერჩინსკი ამ განცხადებით, 7-9 მარტის აქციების დაკავებული მონაწილისთვის, ლაზარე გრიგორიადისისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება. 

"ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება ძირეული და დაცულია, მაგრამ ძალადობრივი ქმედებების შემთხვევაში საჭიროა შესწავლილი იყოს ისინი და მოჰყვეს შესაბამისი შედეგები," - ამბობს პაველ ჰერჩინსკი

 

დღის ამბები