20 მაისი 2024,   22:55
ვრცლად
აშშ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი ატაკამის რაკეტების მიწოდებას არ გეგმავს

აშშ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი ატაკამის რაკეტების მიწოდებას არ გეგმავს - ამის შესახებ შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა.

თუმცა მარკ მილის თქმითვე, უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარების სხვა შესაძლებლობები აქტიურად განიხილება.

საუბარია სისტემებზე, რომლებსაც ატაკამის ტიპის რაკეტების მსგავსად იგივე დიაპაზონის უზრუნველყოფა შეუძლიათ. მისივე თქმით, ბრიტანელებს მსგავსი შესაძლებლობების არაერთი სისტემა აქვთ.

დღის ამბები