20 მაისი 2024,   18:07
ვრცლად
მარტში უკრაინაში 765 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ომის განმავლობაში დაღუპულ მოქალაქეთა საერთო რაოდენობამ 22 ათასს გადააჭარბა

უკრაინაში ომი უკვე 405 დღეა, მიმდინარეობს. რუსულმა ჯარებმა სუმის ოლქი ნაღმტყორცნებითა და ავტომატური ყუმბარმტყორცნებით დაბომბეს. აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში, ოკუპანტები ოლქს თავს დრონებით დაესხნენ. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 14 ირანული შაჰიდის ტიპის დრონი ჩამოაგდო.

იერიში განხორციელდა ხერსონის ოლქში სამრეწველო საწარმოზე, რასაც მოჰყვა ნგრევა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისიის ოფიცრის განცხადებით, მარტის თვეში უკრაინაში 765 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამ უახლესი სტატისტიკით მიმდინარე ომის განმავლობაში დაღუპულ მოქალაქეთა საერთო რაოდენობამ 22 ათასს გადააჭარბა.

რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას - შეერთებული შტატები თავდაცვის ახალი პაკეტის გამოცხადებისთვის ემზადება. ნიდერლანდები კი უკრაინას ჰუმანიტარული და არალეტალური შეიარაღებისთვის 274 მილიონ ევროს გამოუყოფს.

დღის ამბები