20 მაისი 2024,   18:07
ვრცლად
უკრაინაში რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები  

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 7 ადამიანი. დარტყმა განხორციელდა ჩერნიგოვის ოლქის ერთ-ერთ დასახლებაზე, დაშავდა 1 მოქალაქე.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაშინგტონი უკრაინას დამატებით 2.6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას მიაწვდის.

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის განცხადებით, ის ნანობს 1990-იან წლებში უკრაინის დენუკლეარიზაციაში მისი როლის გამო და ვარაუდობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთს შესაძლოა არ წამოიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა. ამის შესახებ მან ირლანდიურ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრემიერ მინისტრის დენის შმიჰალის განცხადებით, ქვეყანას 37 მილიარდ დოლარზე მეტი დასჭირდება ქვეყნის მიწების ჰუმანიტარული განაღმვისთვის.

 

 

 

 

დღის ამბები